თურქული პრესა 07.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2061259
თურქული პრესა 07.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ანკარაში ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. მინისტრმა ფიდანმა ბლინკენთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ცეცხლის შეწყვეტა დაუყონებლივ უნდა მოხდეს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ანკარაში ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან 150 წუთიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი არ გამოჩენილა კამერების წინ და პრესკონფერენცია არ გაუმართია. ბლინკენს უნდოდა ფიდანთან ჩახუტება, მაგრამ ფიდანმა დისტანცია დაიცვა.

„მსოფლიო პრესა: თურქებმა იცოდნენ ბლინკენის გეგმა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიო პრესაში ფართოდ გაშუქდა, ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის შეხვედრა მის ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან. ალ ჯაზირამ განაცხადა, რომ ბლინკენის მთავარი მისია ისრაელისათვის მეტი დროის მოგება იყო, თურქებმა კი ეს იცოდნენ, ამიტომ ცივად მიიღეს. ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა ასევე წერდა, რომ ბლინკენს თურქეთში თბილად არ შეხვდნენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ფაჰრეთთინ ალთუნის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა მკაცრად გამოეხმაურა ისრაელის მედიას, რომელმაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააკრიტიკა. ალთუნმა თქვა: „ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის დამოკიდებულება სამართლიანობისა და სიმართლის სასარგებლოდ აწუხებს ზოგიერთ ადამიანს. მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რომ დავასრულოთ ხოცვა-ჟლეტა ღაზაში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ეწინააღმდეგება ამას“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის ექსპორტი მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4 პროცენტით გაიზარდა და 22 მილიარდ 900 მილიონ დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები