თურქული პრესა 03.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2059731
თურქული პრესა 03.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა გუშინ, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაკეთებულ განცხადებაში, ხაზი გაუსვა ღაზაში კაცობრიობის მიმართ სისასტიკეს და თქვა: „ის, ვინც დღეს ღაზაში ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებელნი არიან, აუცილებლად აგებენ პასუხს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ასევე პასუხს აგებენ, ისინი ვინც თვალს ხუჭავს ამ ხოცვა-ჟლეტაზე“.

გაზეთი „Vatan“-ი ჰაქან ფიდანის შეფასებებს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გერმანიაში გამართულ, „ევროკავშირის გაფართოება და რეფორმა“ შეხვედრაზე  ღაზას სექტორში მომხდარ ადამიანურ ტრაგედიაზე ისაუბრა და თქვა: „პრევენცია, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში პალესტინელებთან სოლიდარობის დემონსტრაციები, ორმაგი სტანდარტია“.

გაზეთი „Star“-ი ჯანდაცვის მინისტრის ღაზასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ღაზაში, თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოში კიბოს პაციენტების მკურნალობა, რომელსაც ისრაელის თავდასხმების შედეგად მოუწია შეწყვეტა, გაგრძელდება. მისივე თქმით, ისინი მზად არიან ამ კუთხით უზრუნველყონ ყველანაირი მხარდაჭერა.

„ერთ კვირაში 87 ტერორისტი განეიტრალდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა კონტრადმირალმა ზექი აქთურქმა სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრესსაინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა: „ბოლო ერთ კვირაში განეიტრალდა 87 ტერორისტი, მათ შორის ერაყისა და სირიის ჩრდილოეთი. წლის განმავლობაში განეიტრალებული ტერორისტების რაოდენობა კი 1802-მდე გაიზარდა.“

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩამოდის. დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთს 5 ნოემბერს ეწვევა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები