თურქული პრესა 02.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2059153
თურქული პრესა 02.11.2023

თურქული პრესა 02.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ქურთულმუშის მოწოდება ღაზის შესახებ"

აზიის საპარლამენტო ასამბლეის (APA) პრეზიდენტმა და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა წერილი გაუგზავნა ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს და გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება პალესტინელებისთვის მიყენებული საშინელი ტანჯვის გამო. მან გააკეთა მოწოდება შესრულდეს საერთო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

Hürriyet: „მინისტრი ფიდანი: სამწუხაროდ, ევროკავშირს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ისრაელი, რომელიც ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, დაუყოვნებლივ უნდა მობრუნდეს არასწორი გზიდან. „სამწუხაროდ, ევროკავშირს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა“. - განაცხადა მინისტრმა ფიდანმა და დასძინა, რომ „ღაზაში ჩაგვრის ყველა საბაბი ამოწურულია“.

Yeni Şafak: "მინისტრი ფიდანი: არ შეიძლება იყოს ცალკე სტანდარტი უკრაინისთვის და ცალკე სტანდარტი პალესტინასთვის"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც განსხვავებული პოზიცია დაიკავეს უკრაინისა და პალესტინის მიმართ. "არ შეიძლება არსებობდეს ცალკე სტანდარტი უკრაინისთვის და ცალკე სტანდარტი პალესტინასთვის. თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი სამყარო, ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ პრინციპულად და თანმიმდევრულად". - თქვა ფიდანმა და დაამატა: "მშვიდობისკენ მიმავალი გზა გადის პრობლემის ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტაზე“.

Star: "ალთუნის სტატია გამოქვეყნდა 8 ქვეყანაში"

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა ფაჰრეთინ ალთუნმა 8 ქვეყნის მედიაში სტატია გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ მათ თურქეთის წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტები და ემბარგოები შესაძლებლობად აქციეს დაამატა: „თურქეთი, რომელიც იზრდება, ვითარდება, ძლიერდება და მდიდრდება, გახდა ქვეყანა, სადაც ჩვენს ხალხს ქვეყნის შიგნით შეუძლია საკუთარ მომავალს იმედით შეხედოს და საზღვარგარეთ კი ის გახდა ქვეყანა, რომელიც არა სხვას ადევნებს თვალყურს, არამედ მას ადევნებენ თვალყურს“.

Vatan: "Bayraktar TB3-ის ფრენის მეორე ტესტი"

თურქეთის TB3 შეიარაღებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა (SİHA), რომელსაც აქვს დასაკეცი ფრთის სტრუქტურა, წარმატებით დაასრულა 4 საათიანი მეორე საფრენი ტესტი. Bayraktar TB3 SİHA იქნება პირველი მსოფლიოში, რომელსაც თავისი დასაკეცი ფრთის სტრუქტურით შეუძლია აფრენა და დაშვება მოკლე ასაფრენი ზოლის მქონე ისეთი გემებიდან, როგორიცაა TCG Anadolu.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები