თურქული პრესა 27.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2056577
თურქული პრესა 27.10.2023

თურქული პრესა 27.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანის მკაცრი რეაქცია ევროკავშირისადმი: კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს ცეცხლის შეწყვეტისთვის?"

ღაზაზე ისრაელის თავდასხმებზე რეაქცია გამოხატა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მიმართა ევროკავშირს და თქვა: "კიდევ რამდენი ტონა ბომბი უნდა ჩამოვარდეს ღაზაში, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებისთვის?".

Star: " თურქეთის ჯანმო-ს მიმართ მოწოდება ‘ღაზის, თაობაზე"

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ წერილი გაუგზავნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს, რომელშიც ნათქვამია: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობითა და გადაუდებელი საჭირო ინიციატივებით უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისების უსაფრთხოება ღაზაში“.

Habertürk: "ერდოღანი: ჩვენ გვინდა ვიხილოთ თურქმენეთი სრულუფლებიან წევრად"

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ თურქმენეთი, რომელიც არის თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, როგორც ჩვენი ოჯახის მეჯლისის სრულუფლებიან წევრად“.

Sabah: "მინისტრმა ქაჯირმა განაცხადა "ჩვენ პირველი ვართ მსოფლიოში""

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთი პირველია მსოფლიოში სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.

Yenişafak: "ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის KAAN-ის პირველი გაფრენისთვის უკუთვლა დაიწყო"

ეროვნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა KAAN-მა წარმატებით დაასრულა ერთ-ერთი კრიტიკული ეტაპი ამ წლის პირველ ფრენამდე. KAAN-მა აჩვენა თავისი გამძლეობა მასზე დაყენებული დატვირთვების მიმართ სრული ზომის სტატიკურ ტესტში. KAAN-ი, რომლის სწრაფი ტაქსირების ტესტების დაწყება დეკემბრის დასაწყისში იგეგმება, პირველი გაფრენისთვის უკუთვლას დაიწყებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები