თურქული პრესა - 25.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2055392
თურქული პრესა - 25.10.2023

თურქული პრესა - 25.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan "ერდოღანი: საერთაშორისო თანამეგობრობა გამოცდას კარგად ვერ აბარებს"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 24 ოქტომბერს, გაეროს დღესთან და გაეროს ორგანიზაციის დაარსების 78 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილში  განაცხადა: „სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება კარგად ვერ აბარებს გამოცდას ისრაელის ხელისუფლების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებიც არ ცნობენ კანონს და საზღვრებს“.

Hürriyet "ერდოღანი: დასავლეთის დუმილი ამძაფრებს კრიზისს ღაზაში"

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ პალესტინის მიწების მიმართ სისასტიკე თანდათან ღრმავდება და ყოველ წუთს იზრდება დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი. ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლური სახელმწიფოების დუმილმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი გარდაუვალ დონემდე მიიყვანა.

Yenişafak: "სამიზნეებს ზუსტად მოხვდა"

თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ერთობლივი წვრთნების „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“-ს „გამორჩეული დამკვირვებლის დღეს“ მტრის წარმომადგენლობითი სამიზნეები თურქული F-16-ებით და Bayraktar TB2 უპილოტოებით განხორციელებული ზუსტი სროლით განადგურდა.

Sabah: "ბოლატი: ჩვენი ექსპორტის 45 პროცენტს მდიდარ ქვეყნებში ვახორციელებთ"

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა თქვა: "ჩვენ ვყიდით 11500 დასახელების პროდუქტს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი ექსპორტი ბოლო 20 წლის განმავლობაში 7-ჯერ გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ექსპორტის 45 პროცენტი განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში ხორციელდება".

Star: "თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა "წითელი ნუსხით" იქნება დაცული"

ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი ნამუშევრების დაცვის და კონტრაბანდის თავიდან აცილების გზამკვლევის „ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს) წითელი ნუსხის თურქეთზე ადაპტაციისთვის ანტალიაში ხელი მოეწერა შეთანხმებას.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები