თურქული პრესა 24.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2054849
თურქული პრესა 24.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: კატარში დაფუძნებულმა Al Jazeera-მ თურქეთის შესახებ შესანიშნავი ანალიზი გააკეთა. ანალიზში ნათქვამია, რომ თურქეთი, ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელსაც აქვს კონტაქტი ჰამასთან და ისრაელთან და სურს მოლაპარაკება მუდმივი მშვიდობისთვის.

გაზეთი „Star“-ი ფაჰრეთთინ ქოჯას, ღაზისათვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ, ღაზას სექტორისთვის ეგვიპტეში ჩასული თვითმფრინავების შესახებ განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ ვასრულებთ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ერის სახელით. ჩვენი ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება, ის გრძელდება“.

გაზეთი „Sabah“-ი ჰაქან ფიდანის კავკასიაში მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანში სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შეხვედრას დაესწრო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მომხრეა რეგიონული პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის. ასევე მომხრეა კავკასიაში მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ფიდანმა თქვა: „გზა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისკენ არის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება“.

გაზეთი „Haber Türk “-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) განცხადებით, შირნაქის ოლქის გაბარის მთაზე მდებარე ნავთობის საბადოზე ნავთობის ყოველდღიური მოპოვება 25 ათას ბარელამდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები