თურქული პრესა 23.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2054322
თურქული პრესა 23.10.2023

თურქული პრესა 23.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელსაც ღაზის სექტორისთვის მედიკამენტები და სამედიცინო მასალები მიჰქონდა, ეგვიპტეში ჩავიდა“

საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელსაც თურქეთიდან ღაზაში მედიკამენტები და სამედიცინო მასალები გადაჰქონდა და ასევე 20 ექიმი გადაჰყავდა, ეგვიპტეში ჩავიდა.

Sabah: „მინისტრ ბოლათის განცხადება თურქეთის ეკონომიკის შესახებ“

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი მიზანია, 2053 წელს თურქეთი მოხვდეს მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკას შორის და მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოს 5 საუკეთესო ეკონომიკას შორის.

Star: „მათ მიუთითეს Kızılelma-სა და ATAK-ზე“

ნიგერიის პრესა აცხადებს, რომ თურქეთი საუკეთესო ვარიანტია იარაღის შეძენისთვის, მიანიშნა კიზილელმასა და ATAK-ზე და დაწერა, რომ ნიგერიის მთავრობა, სავარაუდოდ, ATAK-ის ვერტმფრენზე შეთანხმებას მიაღწევს.

Yeni Şafak: „თურქეთის მანქანების ექსპორტი 9 თვეში 21 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“

თურქეთის სამანქანო ტექნიკის ექსპორტი 9 თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1 პროცენტით გაიზარდა და 21 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Hürriyet: „დენიზ ონჯუ ავსტრალიაში მწვერვალზეა“

Red Bull-ის სპორტსმენმა დენიზ ონჯუმ 2023 წლის Moto3-ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-16 ეტაპი ავსტრალიის გრან-პრი პოდიუმზე პირველ ადგილზე დაასრულა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები