თურქული პრესა 20.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2053393
თურქული პრესა 20.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აჰმედ ილდიზმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან ევაკუაცია 695-მა ადამიანმა მოითხოვა. ილდიზის თქმით, მათგან 322 თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, 214 თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის  პალესტინელი ნათესავი,  55 ინსტიტუციური თანამშრომელი და 104 ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) მოქალაქე“.

„თავდაცვის სამინისტროს განცხადება ღაზას შესახებ“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის თავდასხმის შემდეგ თურქეთის მიერ პალესტინის მიმართ განსახორციელებელ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის შეიარაღებული ძალები მზად არის მონაწილეობა მიიღოს როგორც ჰუმანიტარულ დახმარებაში, ასევე ევაკუაციაში მიცემული დირექტივების  შესაბამისად“.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „მცურავი საავადმყოფო ღაზისთვის მზად არის“ და მასში ვკითხულობთ: სანამ ისრაელის ოკუპაციის არაადამიანური თავდასხმები გრძელდება, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ მზად არიან რეგიონში მცურავი საავადმყოფო გაგზავნონ.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ რუსეთმა მიიღო დადებითი პასუხი თურქეთის წინადადებაზე კონფლიქტის ახალი სტრუქტურით მოგვარების შესახებ, რომელშიც ზოგიერთი ქვეყანა არის გარანტორი  პალესტინის სახელით, ზოგიერთი ქვეყანა კი ისრაელის სახელით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს თურქეთის მიერ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისთვის შეთავაზებული „გარანტორი ქვეყნების“ ფორმულა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ბრიტანულმა პრესამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან ერთად, შესაძლოა გლობალური არეულობა გაიზარდოს. „როდესაც თურქეთი საუბრობს საერთაშორისო არასტაბილურობაზე და საერთაშორისო პრობლემებზე, რომლებიც უნდა გადაწყდეს, მსოფლიომ უნდა მიიღოს ეს მხედველობაში“, ხაზგასმით აღნიშნულია ბრიტანულ პრესაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები