თურქული პრესა 18.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2052328
თურქული პრესა 18.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ისრაელის მხრიდან საავადმყოფოზე თავდასხმის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ საავადმყოფოს დაბომბვა, რომელშიც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, არის ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითი, რომელიც მოკლებულია უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს. „მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „Sabah“-ი ჰაქან ფიდანის შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ისრაელის თავდასხმებზე მწვავე შეფასებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა: „თქვენ სხვისი მიწის ოკუპაციას ახდენთ, ართმევთ მათ სახლს, დევნით, სხვები მოგყავთ და იქ ასახლებთ, თქვენ ამას ‘ჩასახლებას’ უწოდებთ, სინამდვილეში კი ამას ჰქვია ქურდობა“, განაცხადა ფიდანმა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაცია ღაზაში, რის რამაც შესაძლოა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, კატასტროფა და სამარცხვინო იქნება.  

„მსოფლიო რეკორდი შაჰიკა ერჯუმენისგან ჰათაიში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ეროვნულმა სპორტსმენმა შაჰიკა ერჯუმენმა, ფარფლების გარეშე ყვინთვის მსოფლიო რეკორდი, რომელსაც ლენა ბალტას 105 მეტრზე ჩაყვინთვით ფლობდა, რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცდაში, 106 მეტრი ჩაყვინთა და ახალი რეკორდი დაამყარა.   

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ავიაციის გული სტამბულში სცემს“ და მასში ვკითხულობთ: გლობალური ავიაციის გიგანტური კომპანიები და მენეჯერები ერთმანეთს მარშრუტების კონფერენციაზე შეხვდნენ, რომელსაც სტამბულის აეროპორტი მასპინძლობს. ღონისძიებაზე 600-მდე აეროპორტის კომპანიამ და 1200-ზე მეტმა მონაწილემ იმსჯელა თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები