თურქული პრესა 17.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2051747
თურქული პრესა 17.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: „ღაზის საკითხზე ერდოღანის ინტენსიური დიპლომატია“

გუშინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რეისისთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან. პრეზიდენტმა ერდოღანმა რეისისთან საუბრისას განაცხადა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაბიჯები, რომლებიც ზრდის დაძაბულობას (ახლო აღმოსავლეთში). პრეზიდენტმა ერდოღანმა სუნაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს წლების განმავლობაში პალესტინისთვის მიცემული შეუსრულებელი დაპირებები და საჭიროა მათი შესრულება. მიცოტაკისთან საუბრისას კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა ადამიანის უფლებების დარღვევების შემცირებისთვის მცდელობის გამოჩენა და ამ მიმართულებით მსოფლიოსთვის გზავნილის მიცემა და სწორი იქნება, რაც შეიძლება მალე გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც შემცირებსს რეაქციებს და არა გაზარდის მათ.

Sabah: „მინისტრი ფიდანი ჰამასის ლიდერს ესაუბრა“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ აგრძელებს ინტენსიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ამჯერად მინისტრმა ფიდანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჰამასის ლიდერ ისმაილ ჰანიესთან. მათ მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

Hürriyet: „ომერ ჩელიქის მკაცრი რეაქცია დასავლეთის მიმართ“

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სპიკერმა ომერ ჩელიქმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთის მთავრობების დამოკიდებულება ისრაელ-ღაზის მოვლენებთან დაკავშირებით. ომერ ჩელიქმა თქვა: "ზეწოლა, რომელიც განხორციელდა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოედნებზე და უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდაჭერ დემონსტრაციებზე, ზოგიერთის მცდელობაა დაფაროს საკუთარი დანაშაული. მათ, ვინც ბავშვების სიკვდილსაც კი შერჩევითი სამართლით უდგება, არაფერი აქვთ სათქმელი სამართლიანობაზე“.

Vatan: „ნუმან ქურთულმუშის განცხადება“

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის სპიკერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ ძალისხმევა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, ინტეგრირებული, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად 1967 წლის საზღვრებში დედაქალაქით იერუსალიმი და დაამატა: „მხოლოდ ქაღალდზე არსებული, უბნებად დაყოფილი პალესტინა კი არა, ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი პალესტინის დამყარება როგორც ისლამური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი დავალება, ასევე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა“.

Haber Türk: „TÜRKSAT 6A-ს გაშვებამდე დარჩა 8 თვე“

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ გუშინ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ TÜRKSAT 6A-მ წარმატებით გაიარა ყველა ტესტი დღემდე და დაამატა: „ჩვენს ახალ თანამგზავრ TÜRKSAT 6A-ს 2024 წლის ივნისში გავუშვებთ“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები