თურქული პრესა 06.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1852541
თურქული პრესა 06.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც რუსეთის ასევე უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა მნიშვნელოვანია. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში შედეგს მივაღწიოთ“.

გაზეთი „Sabah“-ი ენ ლინდეს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მას შედმეგ რაც, მადრიდში შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა, რომ სრულად შეასრულებენ სამმხრივ მემორანდუმს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ანკარამ, თურქი მოქალაქეების შენგენის ვიზის აღების დროს შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარსადგენად ანგარიში მოამზადა და წარუდგინა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამადმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნახშირწყალბადების მომარაგებასთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ სტამბოლის აეროპორტმა მაისის თვეში მიღებული 5 მილიონ 661 ათას 151 მგზავრით მრავალ ევროპულ აეროპორტს გაუსწრო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. თურქეთის ავიახაზებმა (THY) კი 27 ივნისიდან 3 ივლისამდე დღიურად 1510 რეისით ავიაკომპანიებს შორის ყველაზე მეტი ფრენა განახორციელა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები