თურქული პრესა 05.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1851970
თურქული პრესა 05.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზებას. ჩვენ გვჭირდება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა“.

გაზეთი „Star“-ი თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციებმა გუშინ, დედაქალაქ ანკარაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, ორმხრივი, რეგიონული, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Vatan“ ისმაილ ჩათაქლის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და მინისტრის მოადგილემ ისმაილ ჩათაქლიმ განაცხადა, რომ ივნისში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების შედეგად 142 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში 183 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა რამაც ქვეყანას, 520 მილიარდი დოლარი ეროვნული შემოსავალი მოუტანა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ალჟირში გამართულ ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე ეროვნულმა ტაეკვონდოისტმა ნაფია ქუშმა +67 კგ ქალთა კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები