თურქული პრესა 27.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1833610
თურქული პრესა 27.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული უშიშროების საბჭო (MGK) პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თავმჯდომარეობით შეიკრიბა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა: „ჩვენს სამხრეთ საზღვარზე ოპერაციები ეროვნული საჭიროებებით გამოწვეული აუცილებლობაა. ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ოპერაციები გაგრძელდება“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის ასრულებს კანონს საერთაშორისო ალიანსებში და რომ იგივე პასუხისმგებლობას და გულწრფელობას მოელის თავისი მოკავშირეებისგან. ეროვნული უშიშროების საბჭოს გუშინდელ განცხადებაში ტერორიზმის მხარდაჭერით საერთაშორისო სამართლის დამრღვევ ქვეყნებს მოუწოდეს შეწყვიტონ ეს დამოკიდებულება და გაითვალისწინონ თურქეთის უსაფრთხოების საკითხზე სენსიტიურობა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ „არავის არ განუცდია ისე დიდი ზიანი ტერორისტული თავდასხმებისგან, როგორც თურქეთს“ და დაამატა, რომ გამართლებულად თვლის თურქეთის ბრძოლას ტერორიზმთან. - წერს გაზეთი „ვათანი“. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს უფლება აქვს გარკვეული მოთხოვნები დააყენოს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინაშე და როდესაც მოკავშირე შეშფოთებულია, ეს შეშფოთება უნდა განიხილებოდეს.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, საბერძნეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების იგნორირებით ეგეოსის ზღვის კუნძულების შეიარაღება გააკრიტიკა. მან დასძინა, რომ თუ ეს არ შეწყდება, სუვერენიტეტის შესახებ დებატები დაიწყება და დაამატა: „ჩვენ ბლეფს არ ვიყენებთ. თუ საბერძნეთი ამას არ შეასრულებს, ჩვენ ამ საკითხს უფრო შორს გადავიტანთ. საბერძნეთის ნაბიჯები მიზნად ისახავს თურქეთისთვის საფრთხის შექმნას“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გუშინ დაიწყო საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალი TEKNOFEST, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიების ფესტივალებს შორისაა. TEKNOFEST-ზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში 50 ათას ვიზიტორს მიიღებს 120 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, 5 ათასი ადამიანი იასპარეზებს. ფესტივალზე Bayraktar-ისა და Akıncı-ს გარდა, გამოფენილია თვითმფრინავები, ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები