თურქული პრესა 07.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1758855
თურქული პრესა 07.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ლიდერებთან, ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ ჯომერთ თოკაევის თაოსნობით, სატელეფონო საუბრისას ყაზახეთში განვითარებული მოვლენები განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ყაზახეთში ახალი მთავრობა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდება და დაძაბულობა მალე დასრულდება და სჯერა, რომ ყაზახეთის ხალხი ორმხრივი ნდობისა და დიალოგის ფარგლებში დაძლევს პრობლემებს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ადგილობრივი ეროვნული წარმოების რეაქტიული თვითმფრინავის შესახებ სასიხარულო ამბავი გაავრცელა. "ჩვენ გამოვიყვანთ ჩვენს ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს ანგარიდან 2023 წელს და ვაჩვენებთ მას მთელ მსოფლიოს. ჩვენი დამრტყმელი ძალა თავის პირველ ფრენას 2025 წელს შეასრულებს და თავის ადგილს ცაში 2029 წელს დაიკავებს." - თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ შექმნილი ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის სისტემებში ისინი ამჟამად აგებენ HİSAR-ებს და რომ მალე დაასრულებენ SİPER-ს. - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მან ასევე განაცხადა, რომ უკვე თურქეთი უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო სამეულში შედის.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო იერუსალიმის მუნიციპალიტეტის რეგიონული დაგეგმვისა და მშენებლობის კომიტეტის მიერ 5 განსახლების გეგმის დამტკიცება, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში 3557 ახალ დასახლებას. სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის მიერ აშენებული დასახლებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, მათ შორის გაეროს რეზოლუციებს.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, ქალაქებს, რომლებიც ცნობილია როგორც "ანატოლიის ვეფხვები", დიდი წვლილი მიუძღვით 2021 წელს თურქეთის 225 მილიარდი დოლარის ექსპორტის მიღწევაში. 78 პროვინციამ გაზარდა ექსპორტი. 48 პროვინციამ მოხსნა წლიური ექსპორტის რეკორდი. 16 ქალაქმა გაზარდა ექსპორტი 50 პროცენტზე მეტით. ფოლადით ვაჭრობა წინა პლანზეა ჰათაიში, სადაც ექსპორტი 4 მილიარდი დოლარია. ტექსტილისა და რკინის წარმატება ჩანს ქაჰრამანმარაშში 1,3 მილიარდი დოლარით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები