თურქული პრესა 30.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1754602
თურქული პრესა 30.12.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, ერზრუმ-ართვინის გზის დამაკავშირებელი „ფირინქაიალარის“ გვირაბის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამ ახალი გვირაბით კავკასიის მიმართულებით მოძრაობა განიტვირთება და იგი საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების ნაწილი გახდება.

Yeni Şafak-ი, ესპანურ ეკონომიკურ ჟურნალ “Muy & Negocias Economia“-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს აქვეყნებს და მასში თურქეთის ეკონომიკის მომავალს აანალიზებენ რა, იმედს გამოთქვამენ, რომ „თურქეთი, 2030 წელს ეკონომიკური მდგომარეობით, მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ქვეყნის სიაში შევა, რადგან, მისი მშპ-ი (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2 ტრილიონ ევროს გადააჭარბებს.“

Star-ის კორესპონდენტი ბაქოდან იუწყება, რომ მოძმე აზერბაიჯანში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქული წარმოების ვაქცინის „TURKOVAC“-ის, მე-3 ფაზის კვლევების ტესტებში  გამოყენება დაამტკიცეს.

„პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს თურქეთს 29 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ:  ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის და ამის შესახებ მან გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პანდემიის მიუხედავად 2021 წელს დიდი წარმატებით ვასრულებთ, რადგან, თურქეთს 29 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია და ქვეყნის ბიუჯეტმა ტურიზმის სფეროდან 24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო,“ ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა.

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი, მიმდინარე წლის ექსპორტის შედეგებს ეხება და წერს, რომ ანატოლიის ბარაქიან მიწაზე მოყვანილი ახალი ხილისა და ბოსტნეულის, სანელებლების, ზეთისხილის, ზეითუნის ზეთის, ჩირის, მარცვლეულის, პარკოსნებისა და ზეთოვანი თესლების ექსპორტი, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და მსოფლიოს 150 ქვეყნის სუფრა დაამშვენა რა, მარტო ამ ჩამოთვლილი პროდუქტების ექსპორტისგან იანვარ-ნოემბერში 207 მილიონი დოლარის მოგება შემოვიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები