თურქული პრესა 28.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1753527
თურქული პრესა 28.12.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მომავალ წელს მოსკოვში გაიმართება. „ორივე მხარემ დანიშნა თავისი სპეციალური წარმომადგენლი. სომხეთის სურვილია, რომ პირველი შეხვედრა წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გაიმართოს და ჩვენც დავთანხმდით ამ წინადადებაზე. ანკარის ყველა ნაბიჯი ერევანთან მიმართებით შეთანხმებულია ბაქოსთან და სომხეთის საკითხში ყოველთვის ასე ვიმოქმედებთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰურრიეთი.

„თურქულ ვაქცინა TURKOVAC-ზე დიდი მოთხოვნა შემოდის საზღვარგარეთიდან,“ ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის (TÜSEB) ხელმძღვანელმა, პროფესორმა ერჰან აქდოღანმა განაცხადა, რომ თურქი მეცნიერ-მკვლევარების მიერ წარმოებულ ვაქცინა TURKOVAC-ზე, რომელიც წარმატებით განვლილი სამ ფაზიანი ტესტის შემდეგ უკვე დამტკიცდა გადაუდებელი გამოყენებისთვის, საზღვარგარეთიდან დიდი მოთხოვნები შემოვიდა და მათაც შესაბამისი და საჭირო დაგეგმვები გააკეთეს მისი მიწოდებისთვის.

Haber Türk-ი, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრ მუსტაფა ვარანკის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი სიამაყით ამბობს, რომ ამიერიდან X-Ray-ს (რენტგენის) აპარატებს, თვით თურქეთში აწარმოებენ. მინისტრის თქმითვე, ხსენებულ აპარატებს თურქული კომპანია  „ASELSAN/ასელსანი“ აწარმოებს და მათ ექსპორტშიც გააგზავნიან.

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბულის აეროპორტების მუშაობას აშუქებს და წერს, რომ ამ მეგა ქალაქის სამივე აეროპორტში დატვირთვა და კომერციული ფრენები, წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. „მიმდინარე წლის 11 თვეში, სტამბულის ყველა აეროპორტში დაფრენილი და აფრენილი თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის რაოდენობა  30 პროცენტით, ხოლო კომერციული ფრენების რაოდენობა კი 45 პროცენტით გაიზარდა,“ აღნიშნავს საბაჰის მიმომხილველი.

Star-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ეროვნულ მოცურავეთა ნაკრების წევრმა ემრე საქჩიმ, მოკლე ტრასების მსოფლიო ჩემპიონატზე 50 მეტრზე ბრასით ცურვაში 24,95 დროით, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები