თურქული პრესა 08.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1744500
თურქული პრესა 08.12.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთი“-თ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და კატარის ემირის შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ სანის პირისპირი შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის 15 შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი ეწვია კატარ-თურქეთის ძალების სარდლობას, სადაც განაცხადა: „თურქეთი კატართან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენ არ გვინდა ამ მიწებზე დაძაბულობა დავინახოთ. რომელი წარმომავლობისა და რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, სპარსეთის ყურის ყველა ხალხი ჩვენი ნამდვილი ძმაა.”

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელმა ოლგა მეიტლანდმა ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა გაუზიაროს თურქეთს ინფორმაცია ამ სფეროში და რომ თურქეთი მოკავშირედ უნდა იქნას მიღებული.

ავღანეთში თალიბანის ადმინისტრაციის წყლისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მუჯიბურაჰმან ომარმა თურქი ინვესტორების თაოსნობით, მთელი მსოფლიოს ინვესტორებს მოუწოდა: „მოდით, ინვესტიცია ჩადეთ ჩვენს ქვეყანაში.“-წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „საბაჰი“ წერს: სამოქალაქო ავიაციის სფეროში განვითარებით თურქეთს, რომელიც არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრენის ქსელი“ 2003 წელს 50 ქვეყანაში 60 მიმართულებაზე ჰქონდა ფრენა, დღეს კი ეს ციფრი 128 ქვეყანაში 335 მიმართულებას აღწევს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერთურქი“ იუწყება, რომ თურქეთი MSC Cruises-ის ხმელთაშუა ზღვის სამოგზაურო პროგრამას 2022 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. აიდინის ქუშადასის რაიონი იქნება პირველი პორტი გემზე დამსვენებელთათვის. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დავბრუნდებით თურქეთში“ - თქვა MSC Cruises-ის მმართველმა დირექტორმა ანჯელო კაპურომ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები