თურქული პრესა 06.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1743497
თურქული პრესა 06.12.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალებისთვის ხმის მიცემისა და არჩევის უფლების მინიჭების 87-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. თავის გზავნილში ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქმა ქალებმა ბევრი უფლება ევროპაზე ადრე მოიპოვეს.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, გაერომ გადაწყვიტა გლობალური კრიტიკული ოპერაციების ქვედანაყოფები ჟენევიდან სტამბოლში გადაიტანოს. პირველ რიგში თურქეთში გადადის „ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისი“ (OCHA). OCHA-სთან ერთად მიმდინარეობს სამუშაოები გაეროს კიდევ 8 კრიტიკული ორგანიზაციის ოფისის სტამბოლში გახნისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იავუზ სელიმ ქირანმა განაცხადა: "OCHA-ს ჩამოსვლა სტამბოლის გაეროს ცენტრად გადაქცევის თაობაზე ჩვენი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.“

25 წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთსა და ლიბიას შორის დაწყებული სამგზავრო გემების მომოსვლის პირველი რეისის გემი იზმირში ჩავიდა და ალსანჯაქის პორტში ღუზა ჩაუშვა. - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. პირველი გემით, რომელიც კვირაში ერთხელ განახორციელებს რეისს, იზმირში 112 მგზავრი ჩავიდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, 7-10 დეკემბერს ანტალიაში ბარსელონას კონვენციის (COP 22) მხარეთა 22-ე კონფერენცია გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის, უცხო სახეობების არსებობის და კლიმატის ცვლილების საკითხები. COP 22-ის შემდეგ თურქეთი იტალიისგან „ბარსელონას კონვენციის სამდივნო ბიუროს თავმჯდომარეობას“ გადაიბარებს.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ იაპონური ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ (JATA) აირჩია ევროპის 30 ყველაზე ლამაზი დაბა. ამ სიაში თურქეთის ქალაქი ბურსას დაბა გოლიაზი შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები