თურქული პრესა 24.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1737965
თურქული პრესა 24.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მისი პარტიის რეგიონების თავმჯდომარეების გაფართოებულ შეხვედრაზე სიტვით გამოსვლისას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით  განაცხადა: „ისევ ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ... იქნება 2023 წლის ივნისში…“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ენერგეტიკის მინისტრმა დონმეზმა განაცხადა, რომ შავი ზღვის ბუნებრივი აირის საბადოში, წყლის ქვეშ მილების განთავსებით პირველ წყაროს 2022 წლის გაზაფხულზე გააკეთებენ.

ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა აღნიშნა, რომ თურქეთის მონაწილეობა დუბაიში გამართულ ღონისძიებაში "Expo 2020 Dubai" არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც მსოფლიო გამოფენებში მონაწილეობას და ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობას. - წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სომალის გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ოდავა იუსუფ რაჯი მიიღო. სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მინისტრმა აქარმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და მეგობარ და მოძმე სომალს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა განაგრძობს განვითარებას და თურქეთი სომალის ხალხისთვის ყველა სახის მხარდაჭერას გააგრძელებს,.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა წლის პირველ 10 თვეში წინა წელთან შედარებით 88%-ით გაიზარდა და 21,1 მილიონს მიაღწია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები