თურქული პრესა 23.11.2021
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც ფინანსური კრიზისის მართვის ცოდნისა და გამოცდილების მქონე ქვეყანა, გადაწყვეტილი აქვთ გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც ამ კრიტიკული პერიოდის განმავლობაში გადის მსოფლიო.
გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თავდაცვის მრეწველობის სფეროში თურქეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საბერძნეთი ახლოდან აკვირდება. თურქეთის ეროვნული ტექნოლოგიები ხშირად ფართოდ შუქდება ბერძნულ პრესაში რა, ბერძნული პრესა ათენის ნაბიჯებს ამ სფეროში თურქეთთან, დაახლოებასთან დაკვშირებით ხშირად აკრიტიკებს. ათენი, რომელიც თურქეთთან თავდაცვის სფეროში დაახლოებას ცდილობს და სწორედ ამის ფარგლებში აშშ-სგან და საფრანგეთისგან სხვადასხვა სამხედრო თვითმფრინავების და გემების შეძენას ცდილობს, ადგილობრივი მედია მთავრობის მხრიდან ამდაგვარ ნაბიჯებს, „იარაღების შეძენის რბოლა ჩვენ ჩაგვძირავს“, ასე აფასებს.
გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ მაროკოს, ალჟირის, რუანდასა და ნიგერიის შემდეგ, კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა მიისწრაფვის Bayraktar TB2-ის ტიპის, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (SİHA) შეძენისკენ. ნიგერი ტერორისტული ორგანიზაციების ალ-ქაიდას და დაეშის წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ თურქული SİHA-ების მეშვეობით აპირებს. ნიგერის მხრიდან თურქული SİHA-ების და სხვა ჯავშანტექნიკის შეძენის სურვილი მთავრობის მაღალჩინოსნებმაც დაადასტურეს.
გაზეთი „Star“-ი იტყობინება, რომ Hear Women-ის სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დექა სალადმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში ინვესტირება სარისკოა, თურქეთი არ ერიდება სომალიში წასვლას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით. მისივე თქმით, სომალიში თურქების მიმართ დამოკიდებულება სულ სხვაა.
„TURKOVAC-ის მე-3 ფაზა ათასი მოხალისით დასრულდება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ შემუშავებული ეროვნული ვაქცინის TURKOVAC-ის მე-3 ფაზის დასრულება 3000 ადამიანით იყო დაგეგმილი. ამის დაახლოებით 2/3 უკვე დასრულებულია. ეროვნულ ვაქცინაში მასობრივი წარმოების დაწყება 2022 წლიდან იგეგმება.