თურქული პრესა 27.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1725529
თურქული პრესა 27.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ისტორიული დღე ყარაბაღში“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარაბაღის მსოფლიო კარიბჭის, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ერდოღანი გახლდათ ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი, ვინც ამ აეროპორტში პირველი ჩავიდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ერდოღანის, სომხეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მომხრეა. პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ გავაგრძელებთ მოძმე აზერბაიჯანის მხარდაჭერას მთელი ჩვენი შესაძლებლობებით“. მან ასევე დასძინა, რომ სომხეთმა უნდა გამოიჩინოს გულწრფელი ნება აზერბაიჯანთან პრობლემების გადასაჭრელად და ამ შემთხვევაში თურქეთისა და სომხეთის ნორმალიზაციას არანაირი დაბრკოლება არ ექნება.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უფლებამოსილებას კიდევ 2 წლით უხანგრძლივებს რათა, ერაყსა და სირიაში საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს თავისი ძალები.

გაზეთი „Sabah“-ი იტყობინება, რომ მარდინის ოლქის, ართუკის რაიონში 23 ოქტომბერს პოლიციის სამმართველოსათვის წარმოებული „UÇBEY”-ის სახელწოდების უპილოტო საფრენი აპარატი (İHA) პირველად იქნა გამოყენებული, რომელსაც ვერტიკალური დაშვება და აფრენა შეუძლია. ამ ოპერაციის დროს კიდევ 2 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული ელექტრო მატარებელი, რომელმაც ყველა ქარხნული გამოცდა დაასრულა, მომავალ წელს ლიანდაგზე იქნება. აღნიშნულ ელექტრო მატარებელს  საათში 160 კილომეტრის გავლა შეეძლება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები