თურქული პრესა 26.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1725074
თურქული პრესა 26.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფრიკის 4-დღიანი ტურნეს შეფასებისას განაცხადა, რომ აფრიკის მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში გაიზრდება. ერდოღანმა თქვა, რომ კოლონიალისტების კვალი აფრიკის ყველა მხარეში ჩანს, მაგრამ აფრიკელები თურქეთს სხვა ადგილზე აყენებენ და დაამატა: „ჩვენ ვაშენებთ თანამშრომლობის ხიდებს მიდგომით, რომელიც აფრიკას პარტნიორად განიხილავს და არა ბაზარს. ჩვენ გავაგრძელებთ კოლონისტების შეწუხებას.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 10 ელჩმა ოსმან კავალას გათავისუფლების მოწოდება გააკეთა, მან მითითება გასცა ამ ქვეყნების ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ. ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის საელჩოებმა უკან დაიხიეს და განაცხადეს, რომ ისინი იცავენ ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ დიპლომატები იცავენ იმ ქვეყნების კანონებსა და რეგულაციებს, სადაც ისინი იმყოფებიან.

ოსმან კავალას შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ 10 ელჩის მიერ უკან დახევის შეფასებისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: "ჩვენი მიზანია არა კრიზისის გამოწვევა, არამედ თურქეთის პატივის, სიამაყისა და ღირსების დაცვა. საელჩოების მიერ გაკეთებული განცხადებებით მათი შეცდომები გამოსწორდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ელჩები ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან.“ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიკმა მას შემდეგ, რაც საელჩოებმა ოსმან კავალას თაობაზე განცხადების შემდეგ უკან დაიხიეს, განაცხადა: „უარვყოფთ ყოველგვარ განცხადებას, რომელიც გულისხმობს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას და ჩვენი სუვერენული უფლებების შელახვას...  ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა, ეს პოზიცია ყველაზე ნათლად და მტკიცედ აჩვენა.“

და ბოლოს, გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ სირიის რეგიონებიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომლის დაცლის პირობა აშშ-მა და რუსეთ-მა დადეს, მაგრამ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK აგრძელებს მის ოკუპაციას, საჰაერო მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა ოპერაციის თაობაზე მინიშნება გააკეთა. თურქული უპილოტო საფრენი აპარატები ინტენსიურად დაფრინავენ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით ქამიშლისა და აიინ ალ-არაბის თავზე, რომლებიც PKK-ის კონტროლის ქვეშ არიან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები