თურქული პრესა 07.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1703794
თურქული პრესა 07.09.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ეკონომიკა განუწყვეტლივ იზრდება. „ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა, რომელიც გასულ წელს დავხურეთ 93,3 მილიარდი დოლარით, მიმმდინარე წლის 27 აგვისტოს მონაცემებით ამ რიცხვმა 118 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,“ - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

გაზეთი „Hürriyet“-ი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას უთმობა ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და პრესსპიკერმა ისმაილ ჩათაქლიმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და ავღანეთიდან თურქეთში ჩამოსული არალეგალური მიგრანტების რაოდენობის არათანაბარი ზრდა წინა წლებთან შედარებით ქვეყანაში ბოლო მოვლენების გამო გაიზარდა და თითქოს ჩვენის ქვეყნის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების ნაკადებია მომწყდარი, სიმართლეს არ შეესაბამება.“

„თურქეთის ექსპორტი ესპანეთში რეკორდულ დონეს აღწევს“ ასეთ სტატიას აქვეყნებს გაზეთი „Star“-ი, რომელშიც წერია: აგვისტოში თურქეთმა, ესპანეთში ექსპორტის რეკორდულ დონეს მიაღწია. ასე, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თურქეთიდან ესპანეთში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიხედვით ექსპორტი  45.7%-ით გაიზარდა და 807.1 მილიონ დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Vatan“ EUROCONTROL-ის ანგარიშს უთმობს ადგილს, რომლის მიხედვითაც, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 30 აგვისტო - 5 სექტემბრის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 1297 ფრენა განახორციელა და ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა.

„ბურაკ ილმაზი საფრანგეთის თვის საუკეთესო ფეხბურთელია“ ასეთ სტატიას აქვეყნებს გაზეთი „Sabah“-ი რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი ბურაკ ილმაზი, რომელიც საფრანგეთის პირველი საფეხბურთო ლიგის კლუბ ლილში თამაშობს, აგვისტოს თვის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. 36 წლის თურქმა თავდამსხმელმა,  აგვისტოში გამართულ მატჩებში 1 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი გადასცა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები