თურქული პრესა 26.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1697486
თურქული პრესა 26.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვადასხვა კონტაქტების, არსებული მდგომარეობისა და პირობების შეფასების შემდეგ, ავღანეთიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების ელემენტების ევაკუაცია დაიწყეს

Vatan-ის მიხედვით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ბიტლისის ოლქის აჰლათის რაიონში ელჩებთან სადილი გამართა და მათთან საუბარში შეეხო რა ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას, თქვა: "ავღანეთში უნდა შეიქმნას ინკლუზიური მთავრობა. ჯერჯერობით ჩვენ, თალიბანის ლიდერების მხრიდან გავრცელებულ განცხადებებს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ."

Star-ი იუწყება, რომ მალაზგირთის ბრძოლაში გამარჯვების 950-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბიტლისის ოლქის ახლათის რაიონში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზედაც სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: "ჩვენი ქვეყანა თუ წინა წლებში მხოლოდ თავის საზღვრებში არსებობისათვის იბრძოდა, დღეს გადაიქცა ქვეყნად, რომელსაც სათქმელი აქვს ყველა კრიტიკულ საკითხში, თანაც როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში.”

"TURKOVAC ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევები დაიწყო," ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: თურქული წარმოების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელწოდებით TURKOVAC/თურქოვაქ-ი, რომელიც შემუშავებულია ქალაქ ქაისერის ერჯიესის სახელობის უნივერსიტეტში და წარმატებით გაიარა პირველი და მეორე ფაზის კვლევები, ახლა მესამე ფაზის კვლევების ფარგლებში დაიწყო მოხალისეებზე მისი გამოყენება

Sabah-ი ეკონომიკის გვერდზე წერს, რომ სტამბულის ახალი აეროპორტი შეუერთდა მსოფლიოს 238 აეროპორტისგან შემდგარი საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს ორგანიზაციის მიერ დაწყებულ ვალდებულებას- "ნულოვანი CO2 გამონაბოლქვი 2050 წლისთვის“



მსგავსი ინფორმაციები