თურქული პრესა 27.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1680670
თურქული პრესა 27.07.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აღარ შეიფარებს მიგრაციის ახალ ტალღას. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებას, რომ თურქეთი ავღანელი ლტოლვილებისთვის შესაფერის ადგილს წარმოადგენს, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერ ტანჯუ ბილგიჩისგან: ”თურქეთი აღარ შეურიგდება რეგიონში წარმოქმნილ ახალი მასობრივი მიგრაციის კრიზისს, რომელიც ამჟამად ავღანეთიდან მომდინარეობს და აღარ მიიღებს მიგრანტების ახალ ტალღას. სწორედ ავსტრიამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროკავშირის წესების შესაბამისად ავღანელი თავშესაფრის მაძიებელთა მიღება და დაცვა“, ხაზგასმით განაცხადა ბილგიჩმა, წერს ჰურრიეთი

”თურქეთი, ტუნისელი ხალხის გვერდით დგას,” ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოს ე.წ. დემოკრატიულმა ქვეყნებმა, დემოკრატიის გზაზე მყოფ ტუნისში მომხდარ სამოქალაქო სახელმწიფო გადატრიალებაზე თვალი დახუჭეს და კიდევ ერთხელ გამოიჩინეს ორმაგი სტანდარტი. მხოლოდ თურქეთმა პირველივე წუთებიდანვე,   როგორც კი მიიღო ინფორმაცია ტუნისის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, დაგმო გადატრიალების ეს მცდელობა და ამასთან გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი ტუნისელი ხალხის გვერდით დგას

Yeni Şafak-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT/თრტ-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "Mahrem“-ი, (ინტიმი), რომელიც მოგვითხრობს ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETO/ფეტო-ს ბნელ კერძო სტრუქტურაზე და 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე მომხდარ დღემდე უცნობ ფაქტებზე, მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. “გარდა ამისა, ამ დოკუმენტურ ფილმს Youtube-ზეც მილიონობით ადამიანი უყურებს“, წერს იენი შაფაკი 

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობას ეხება და წერს, რომ განსაკუთრებით ბოლო ორ დღეში მეტად გადატვირთვით მუშაობს რა, ახალი რეკორდი მოხსნა. ეს აეროპორტი 24 ივლისს, ე.ი. შაბათს 106 ათას 463 მგზავრს მოემსახურა,  ხოლო  25 ივლისს, კვირას კი, 110 ათას 420 მგზავრს. მოკლედ, საბიჰა გოქჩენი შაბათ-კვირას ჯამში 216 ათას 883 მგზავრს მოემსახურა, რაც მიმდინარე წელს აღრიცხული ყოველდღიური მგზავრების სტატისტიკაში ჯერ-ჯერობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წერს ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი



მსგავსი ინფორმაციები