თურქული პრესა 28.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1665854
თურქული პრესა 28.06.2021

მიმოხილვას ვიწყყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთში 1 ივლისიდან დასაწყები ეტაპობრივი ნორმალიზაციის დეტალები, ცნობილი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცირკულარის თანახმად, ყველა სამუშაო ადგილი და კინოთეატრი იხსნება. ნორმალურ სამუშაო საათებს უბრუნდება საჯარო სამსახური. რესტორნებში ადგილების რაოდენობის შეზღუდვა გაუქმდება. ასევე განახლდება კონცერტები და ფესტივალები. პარკები და საპიკნიკე ადგილები გაიხსნება.

გაზეთი „Haber Türk“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის აღმოსაჩენად მიმდინარე წელს თუ არ მოესწრება, მომავალი წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში მორიგ საძიებო ბურღვას აპირებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთში  ციფრული ბაზრის კანონისთვის მზადება გრძელდება. რეგულაციის განხორციელების მიზანია 2022 წლის პირველი ნახევრი, რომელიც როგორც მომხმარებელს, ასევე გამყიდველს დაიცავს. ევროპარლამენტის და გერმანიის შემდეგ, თურქეთი ამ თვალსაზრისით  პირველი ქვეყანა გახდება.

„ამერიკული კომპანიების ინტერესი ჩკთრ-ს მიმართ გაიზარდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკის თურქეთის ბიზნესის განვითარების საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა, უღურ თერზიოღლუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ თურქეთიდან ამერიკაში ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. მისივე თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა კომპანიებმა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლლიკაში (ჩკთრ) ოფისების გახსნაც დაიწყეს.  

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (​იუნესკო) მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილ გოფექლითეფეს შემოგარენში კიდევ არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ცენტრი იქნა აღმოჩენილი. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ იგი უფრო პოპულარული ადგილი გახდება მსოფლიოში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები