თურქული პრესა 17.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1659739
თურქული პრესა 17.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ეროვნულ მეჯლისში განაცხადა: „დღეს ყველა ჩვენი შესაძლებლობით აზერბაიჯანის გვერდით ვართ. მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ხვალაც მის გვერდით ვიქნებით.“ მისივე თქმით, მათ წამოაყენეს ასევე წინადადება ექვსეული პლატფორმაზე და დაამტა: „რუსეთი, თურქეთი, აზერბიჯანი, ირანი, სომხეთი და საქართველო, რეგიონში  მტრობა დასრულდეს.“

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტის მოადგილისა და საგარეო პოლიტიკის დირექტორის დოქტორ, ლაბ ლესსერის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ის საკითხი, რომ თურქეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოკავშირეა ნატოში ფართოდ არის აღიარებული. არსებული კრიზისების უმრავლესობის თურქეთის დახმარების გარეშე მართვა რთულია.“

თურქეთის ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანგრძლივი მოხმარების ბირთვული ბატარეის პროტოტიპი შექმნეს - წერს გაზეთი „იენი შაფაქი“. ამ ბატარეების მეშვეობით ენერგია მიეწოდება კომოსური აპარატის, გულის ბატარეების, წყალქვეშა სისტემების და სამეცნიერო სადგურების მსგავს აღჭურვილობებს, რომლებსაც ხანგრძლივად დაკვირვების გარეშე შეუძლიათ მუშაობა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ 2003 წლიდან დღემდე, თურქეთის კულტურული ფასეულობებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ არის უკანონოდ გატანილი, დღემდე 4 ათას 826 ქვეყანაში დააბრუნა და მათგან 423-ის დაბრუნება მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში იქნა უზრუნველყოფილი.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მიერ მომზადებული საჰაერო მოძრაობის ანგარიშის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტმა სამშაბათს შესრულებული 635 ფრენით ევროპის აეროპორტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები