თურქული პრესა 14.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1639230
თურქული პრესა 14.05.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ ერდოღანის პალესტინასთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატია გრძელდება. მან ამის ფარგლებში ავღანეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთა და ერაყის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მთმა მეზობელმა საბერძნეთმა, თურქეთის მიმართ პროვოკაციული და მუქარის შემცველი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა ბაირამის ლოცვა შესრულდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: გუშინ, მუზეუმიდან ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიას მეჩეთში 87 წლის შემდეგ მუსლიმებმა პირველი რამაზან ბაირამის ლოცვა შეასრულეს. 87 წლის შემდეგ პირველ ბაირამის ლოცვას, რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსი, პროფესორი ალი ერბაში წაუძღვა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ფრანგმა ასტრონავტმა თომას პესკეტმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 23 აპრილს SpaceX-ის Falcon 9 სახელწოდების რაკეტოთი გაგზავნეს, მექაში ქაბას ღამის ბრწყინვალე ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელ  Twitter-ით გაავრცელა და ასე მიულოცა მუსლიმებს რამაზან ბაირამი.  

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 11 მაისის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 448 ფრენის განხორციელებით, ყველა სხვა ავიაკომპანიაზე მეტი რეისი შეასრულა და  ევროპაში ისევ შეინარჩუნა პირველი ადგილის პოზიცია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები