თურქული პრესა 04.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1633578
თურქული პრესა 04.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმა, კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერის, ნიკოს ანასტასიადის მიერ თურქეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე აღნიშნა: „თურქეთის რესპუბლიკის, ჩვენი ერის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უპატივცემულობას მათ ვუბრუნებთ... ბერძნული მხარის მიერ ევროკავშირის მის სათამაშოდ გადაქცევას თუ ევროკავშირიც ეთანხმრება, წარმატებას ვუსურვებთ.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ერსინ თათარის მიერ ჟენევაში 27-29 აპრილს ჩატარებულ არაოფიციალურ 5+ გაერთიანებული ერების შეხვედრაზე წარმოდგენილ ორი თანაბარი სუვერენული სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყვეტის წინადადება კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერმა, ნიკოს ანასტასიადისმა „უტიფრობად“ შეაფასა რაზეც, თათარმა განაცხადა, რომ ანასტასიადისმა სარკეში ჩაიხედოს და ნახოს ვინ არის უტიფარი.  

სამხედრო ელექტრო წარმოების ASELSAN-ის ცეცხლის საკონტროლო სისტემის VOLKAN-M-ის ტესტირება  M60TM ტანკით განხორციელდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების ინვენტარში არსებულ M60TM ტანკების ერთის მხრივ მოდერნიზაცია, მეორეს მხრივ მისი კომპონენტების ნაციონალზიცა მოახდინეს.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, საავტომობილო ინდუსტრია აპრილის თვეში 2 მილიარდ 465 მილიონ 647 ათასი დოლარით ყველაზე მეტი ექსპორტის განმხორციელებელი სექტორი გახდა. აპრილში ყველაზე მეტი, 1 მილიარდ 654 მილიონი დოლარის ექსპორტი გერმანიაში განხორციელდა, მეორე ადგილზე 1 მილიარდ 182 მილიონი დოლარით აშშ, მესამეზე კი 1 მილიარდ 33 მილიონი დოლრით გაერთიანებული სამეფოა.

და ბოილოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ფრანგმა კომიკოსმა, დუედონ მბალამ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს წერილი გაუგზავნა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მბალა აღნიშნავს, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის კოლონიზაციის დამგმობი სკეჩის შემდეგ 20 წელიწადია მის წინააღმდეგ სისტემატურად ხდება ცილისწამება, შანტაჟი და გარიყვა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები