თურქული პრესა 29.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1630478
თურქული პრესა 29.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანის უახლოესი მეგობარი ქვეყანაა რა, ომის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეითავსა. ალიევის თქმით, ჯო ბაიდენის განცხადებამ აზერბაიჯანის ადმინისტრაციასა და საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს 6-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა კვიპროსის საკითხის მუდმივი გადაწყვეტის შესახებ. ამ პუნქტებთაგან ერთ-ერთი მთავარი გახლავთ კვიპროსელი თურქებისათვის თანასწორობის აღიარება და თანაბარი საერთაშორისო სტატუსი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ფაჰრეთთინ ქოჯას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევები უახლოეს დღეებში დაიწყება.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ამერიკული მედია საშუალება Al-Monitor-ის თანახმად, თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu-ს ასევე შეეძლება გადაიქცეს შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატების (SİHA) გემად. ამავე ინფორმაციით მსგავსი რამ სოფლიოში პირველი იქნება. გემი სრულ ფუნქციონირებას 2023 წლისთვის დაიწყებს.

„ფორმულა 1  თურქეთში ბრუნდება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო სპორტის ორგანიზაცია, ფორმულა 1, 11-12-13 ივნისს, სტამბულის საერთაშორისო პარკში გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები