თურქული პრესა 28.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1629860
თურქული პრესა 28.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე მიიღეს განცხადება, რომელშიც დაგმობილია და უარყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ შეფასება. „აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 2021 წლის 24 აპრილის განცხადებით, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხური ლობის ბრალდებების თეზისების დაცვას, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი სასტიკად გმობს, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ცილისწამებას, რომელსაც ისტორიის პოლიტიკური მოტივებით დამახინჯების გარდა სხვა მნიშვნელობა არ აქვს.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK პარტიის) სპიკერი, ომერ ჩელიქი, გუშინ ცენტრალური გადაწყვეტილებისა და აღმასრულებელი საბჭოს (MKYK) სხდომის შემდეგ გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენებისთვის სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას და თქვა: "ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, რომელსაც სამართლებრივ საფუძველთან საერთო არაფერი აქვს. ეს სრულიად არასწორია და უარყოფილი უნდა იქნას".

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მეჰმედ ნური ერსოი და უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის მინისტრი, ოლექსანდრ ტკაჩენკო გუშინ ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ - წერს გაზეთი „ვათანი“. მინისტრმა ერსოიმ თქვა, რომ ტურიზმის ყველა მუშაკი მაისის ბოლოსთვის ვაქცინირებული იქნება. მისივე თქმით, უსაფრთხო ტურიზმის სერთიფიკატის მქონე ობიექტების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ ადგილობრივი და ეროვნული რესურსებით შექმნილი ტანკის გადამზიდავი ჩრდილოეთ მაკედონიის არმიას გადაეცა. სკოპიეში თურქეთის ელჩმა, ჰასან მეჰმეთ სექიზქოქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ჩრდილოეთ მაკედონიას თურქეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევენ ბალკანეთში და დაამატა: ”ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველა სფეროში ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობების გაღრმავებას ერთობლივი ძალისხმევით.”

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, თურქეთში გასულ წელს პირველად ზღვის პროდუქტების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ყველაზე მეტი 133 მლნ 78 ათასი დოლარის ექსპორტი ნიდერლანდებში, ყველაზე მეტი იმპორტი 48 მლნ 334 ათასი დოლარით ნორვეგიიდან განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები