თურქული პრესა 22.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1626342
თურქული პრესა 22.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი გუშინ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თურქეთის დიდ ეროვნული მეჯლისში არსებული ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გასულ კვირაში დედაქალაქ ანკარაში ვიზიტით მყოფი ბერძენი საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი თურქი კოლეგის მევლუთ ჩავუშოღლუს პრესკონფერენციას შეეხო. ერდოღანმა მინისტრ ჩავუშოღლუს მადლობა გადაუხადა იმ განცხადებებისთვის, რომლითაც ბერძენ მინისტრს ნიკოს დენდიასს მისი ადგილი მიუჩინა.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია ვაჭრობის მინისტრის, მეჰმეთ მუშის, განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის ექსპორტისა და მისი ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობის დონის გასაზრდელად შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვქვს, 84 მილიონი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის დონის გაზრდა.“

ახალი, გაყინული ან გამომშრალი ფორმით 29 სახელმწიფოში ექსპორტზე გატანილი თურქული მარწყვის რაოდენობა 2021 წლის პირველ კვარტალში 333 პროცენტით გაიზარდა - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. თურქეთის მასშტაბით პირველი 3 თვის განმავლობაში მარწყვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 993 ათასი დოლარიდან 4 მილიონ 307 ათას დოლარამდე გაიზარდა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია ინგლისური გაზეთის The Independent-ის რეპორტიორის სიმონ კალდერის სტატია სახელწოდებით ”საავიაციო ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჰითროუ დაკარგავს ევროპის გვირგვინის და მას სტამბოლს დაუთმობს”. სტამბოლის აეროპორტის İGA -ს განცხადების მიხედვით, კალდერის სტატიაში ნათქვამია: ”სანამ საერთაშორისო ტრანსფერული ცენტრები არ აღდგებიან Kovid-19 პანდემიის შემდეგ, როგორც ჩანს, სტამბოლის მეგა აეროპორტი ევროპაში ყველაზე ხალხმრავალი იქნება.“

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით YouTube-მა, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად YouTube Kids აპლიკაცია თურქეთში გააქტიურა. სერვისში, რომელიც მთლიანად ბავშვებისთვის განკუთვნილ მასალას მოიცავს, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ფილტრის გამოყენება ასაკის შესაბამისად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები