თურქული პრესა 20.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1624657
თურქული პრესა 20.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა, ომერ ჩელიქმა, მიგრანტების მიმართ საბერძნეთის პოზიცია გააკრიტიკა და დასძინა: „საბერძნეთის სანაპირო დაცვის ნაწილები ბენზინის გადასხმით დაწვას და ხოცვა -ჟლეტის ჩადენას შეეცადნენ. ისევე როგორც სერბი ყასაბები, ისე როგორც რუანდაში. იქ რომ ჩვენი გმირები არ იყვნენ, ხმელთაშუა ზღვა ყველა მათგანის საფლავი გახდება. თქვენ დემოკრატია ჯერ ხმელთაშუა ზღვის წყლებისგან იხსენით და ამის შემდეგ ისაუბრეთ.“  

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილმა და ბალისტიკური დაცვის მქონე სარდლობისა და კონტროლის კონტეინერი ბაზამ, რომლის გამართვაც 15 წუთშია შესაძლებელი, ნატოს წვრთნებზე მოწონება დაიმსახურა და სრული ქულა მიიღო. ბაზა, უმაღლესი დონის დაცვით, სადაზვერვო ინფრასტრქტურით და მობილურობით უსაფრთხოების ძალებს ემსახურება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა, განაცხადა, რომ შექმნილ ენერგო გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის რაოდენობა 100%-ს მიუახლოვდა და დაამტა: „პირველ სამ თვეში ამოქმედებული შექმნილი ძალის 97,7% განახლებადი ენერგო რესურებიდან შეიქმნა.“- წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, რუსული ტუროპერატორების გაერთიანების თავმჯდომარის, მაია ლომიძის განცხადებით, იმ რუს ტურისტებს, რომლებიც რუსეთიდან ფრენების შეჩერების გამო აპრილსა და მაისში თურქეთში ვერ დაისვენებენ, მიმართულება არ შეუცვლიათ და სხვა თარიღებს ელოდებიან.   

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ევროპის ზოგიერთი კლუბის მიერ შექმნილი ევროპის სუპერ ლიგის პროექტან დაკავშირბით განვითარებულ მოვლენებს. „ეს უაზრო მცდელობა, რომელიც საფრთხეში აგდებს მსოფლიო ფეხბურთის მომავალს, მიუღებლად მიგვაჩნია.“ - ნათქვამია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები