თურქული პრესა 19.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1623843
თურქული პრესა 19.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, 1915 წლის მოვლენების ისტორიული, იურიდიული და დღევანდელობის ამსახველი „1915 წლის მოვლენების საერთაშორისო კონფერენცია“ ხვალ  ონლაინ რეჟიმში განხორციელდება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის მიერ ეროვნული წარმოების VLP (ვირუსის მსგავსი ნაწილაკების საფუძველზე) სახელწოდების ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებაზე მოხალისედ ჩართულმა მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა, მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ VLP-ს ვაქცინაციით მსოფლიოში ყველაზე მოწინავენი არიან.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილი - TOGG-ს C-SUV მოდელმა, მსოფლიოში ცნობილი iF Design Award 2021 წლის მობილობის სფეროში თურქეთიდან გახდა პირველი ბრენდი, რომელმაც ეს პრიზი მოიგო.  

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 14 აპრილის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 604 ფრენის განხორციელებით, ყველა სხვა ავიაკომპანიაზე მეტი რეისი შეასრულა და ევროპის პირველობა ისევ შეინარჩუნა.

„არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ბოდრუმის და ტრაპიზონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია FlyDubai-მ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში დაიწყებს პირდაპირ ფრენებს ტრაპიზონისა და ბოდრუმის მიმართულებით. ტრაპიზონში ფრენები კვირაში 3-ჯერ, ხოლო ბოდრუმში (მუღლა) კვირაში ორჯერ განხორციელდება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები