თურქული პრესა 16.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1622466
თურქული პრესა 16.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში თურქეთიდან დელეგაცია მიწვევაზე საპასუხოდ ეგვიპტეში გაემგზავრება. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის დაზვერვებს შორის გახსნილი არხის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით გაგრძელების საკითხზე შეთანხმება არის მიღწეული.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა, განაცხადა: „პრეზიდენტ ერდოღანის მიერ უკრაინის ტერიტორიის, დროებითი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ყირიმის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.“ ზელენსკიმ ასევე უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა დასასვენებლად თურქეთში წავიდნენ.

თურქეთის ტურისტული სააგენტოების გაერთიანების ხელმძვანელმა, ფირუზ ბაღლიქაიამ განაცხადა, რომ ივნისიდან რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით მოთხოვნა მაღალი იქნება და მათი ვარაუდით, ტურისტული სეზონი ოქტომბერსა და ნოემბერშიც გაგრძელდება - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზების Boeing 737 MAX ტიპის თვითმფრინავმა, რომლის კუდის რეგისტრაციის ნომერია TC-LCA, ეროვნული და საერთაშორისო საავიაციო სექტორის ავტორიტეტების მხრიდან საჭირო ფრენების თანხმობის და ორი წლის პაუზის შემდეგ დედაქალაქ ანკარაში პირველი რეისი შეასრულა

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში სახელმწიფო აეროპორტების ორგანიზაციის საჰაერო მოძრაობის ცენტრმა ევროპის წამყვანი საჰაერო მოძრაობის საკონტროლო ცენტრები უკან ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები