თურქული პრესა 13.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1620056
თურქული პრესა 13.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულჰამიდ ედ-დიბიბესთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ლიბიის მიმართ მხარდაჭერას ყველა სფეროში სამომავლოდაც გააგრძელებენ.

გაზეთი „Vatan“-ი ეგვიპტის მხრიდან თურქეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეგვიპტის საგარეო საქმეთა  მინისტრმა  სამეჰ შუქრიმ განაცხადა, რომ თურქეთთან საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

„მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი გამოქვეყნა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ:  ამერიკაში დაფუძვნებულმა საერთაშორისო კომპანია Global Firepower–მა 2021 წლის მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიაში თურქეთის არმია, ბოლო წლებში, უპილოტო საფრენი აპარატებით (İHA) და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით (SİHA) დიდი ყურადღება მიიპყრო და მე-11 ადგილზე გავიდა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის კომპანია (TUSAŞ) კიდევ ერთი კრიტიკული დიზაინის დასრულებისთვის ემზადება. იგი ამჟამად ადგილობრივი რეაქტიული სასწავლო თვითმფრინავის (Hürjet) დეტალური ნაწილების წარმოებას ახორციელებს, რომლებიც სავარაუდოდ წლის ბოლოსათვის დასრულებული იქნება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 4-11 აპრილის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 779 ფრენის განხორციელებით, ყველა სხვა ავიაკომპანიაზე მეტი რეისი შეასრულა და ევროპის პირველობა ისევ შეინარჩუნა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები