თურქული პრესა 12.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1619371
თურქული პრესა 12.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პრესსპიერმა, იბრაჰიმ ქალინმა, განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს და იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და შავ ზღვასა და რეგიონში ყველა სახის დაძაბულობა და შეტაკება ყველას ზიანს მიაყენებს. „თურქეთი იცავს ყირიმელი თათრების უფლებებს და მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით მოგვარებას“ - აღნიშნა ქალინმა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2023 წელში მთვარეზე გასაგზავნი უპილოტო კოსმოსური აპარატის ჰიბრიდული ძრავის ჩართვის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო სისტემებიდან SORS-ს მსოფლიოს ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ჰიბრიდული რაკეტა აქვს. რაკეტის ძრავის ერთი ნიმუში მაისში სინოპიდან იქნება გაშვებული.

ანკარაში რუსეთის ელჩმა, ალექსეი ერხოვმა, თურქეთის კოსმოსურ პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენს მეზობელს ვულოცავთ საკუთარი კოსმოსური პროგრამის დაწყებას“ - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. რუსი ელჩის თქმით, თურქეთი თავის წვლილს შეიტანს კოსმოსური კვლევის სფეროში წარმოებულ გლობალურ სამუშაოებში და მისი ქვეყანა ღიაა კოსმოსური საქმიანობის სფეროში თანამშრომლობისთვის.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ჟურნალი Forbes-ის მონაცემებით, 5 წლიან პროექციაში იმ სექტორების სათავეში, რომლებიც ყველზე მეტად გაიზარდა, სამედიცინო ტურიზმი დგას. სექტორის პროცედრული მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 24%-ით იზრდება. თურქეთი სამედიცინო ტურიზმის სფეროში მსოფლიოს პირველ ათეულშია.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ მოსკოვიდან აფრენილი თვითმფრინავი 212 მგზავრით საღამოს საათებში მილასი-ბოდრუმის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავიდან ჩამოსული ტურისტები ტურისტულ ცენტრ ბოდრუმში დასასვენებლად გაემგზავრნენ. ამ სეზონზე გასულ წელთან შედარებით საზღვარგარეთის რეისების გაზრდას ელოდებიან.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები