თურქული პრესა 08.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1617109
თურქული პრესა 08.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობის პირობებში უკრაინის პრეზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 აპრილს თურქეთში ვიზიტით ჩამოდის. უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტის დროს უკრაინის ლიდერი პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს შეხვდება.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ლუტფი ელვანმა განაცხადა, რომ დიდი ოცეულის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „გლობალურ ეკონომიკურ გამოცოცხლებაში განვითარებადი ქვეყნების ძალაზე ვისაუბრეთ. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მხარდასაჭერად.“ - აღნიშნა მინისტრმა ელვანმა.

გერმანულ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრო ავტომობილს, რომელიც თურქეთის საავტომობილო ინიციატივის ჯგუფმა (TOGG) უნდა აწარმოოს, ერთჯერადი დატენვით 500 კილომეტრზე მეტის გავლა შეეძლება და „ჭკვიანი“ იქნება და დაუპირისპირდება ყველა კონკურენტს, როგორებიცაა „თესლა“, „ფოლკსვაგენი“ და სხვა. - წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ვათან“-ში მოყვანილია ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "მაისის პირველ კვირაში Turksat 5A მიაღწევს 31 გრადუსს აღმოსავლეთ ორბიტაზე. ჩვენ საკომუნიკაციო თანამგზავრს Türksat 5B-ს კოსმოსში ამ წლის მეოთხე კვარტალში გავუშვებთ."

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთში აეროპორტებში, სადაც კორონავირუსის ეპიდემიის საწინააღმდეგო ყველა ზომაა გატარებული, წლის პირველ სამ თვეში 18 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და ზედა გადასვლებთან ერთად მთლიანობაში 238 ათას 448 საჰაერო მოძრაობა შესრულდა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები