თურქული პრესა 05.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1614843
თურქული პრესა 05.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნებისმიერ დროს სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან. სწორედ ამის ფარგლებში შეიარაღებული ძალების ელემენტებმა, საზღვარგარეთ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონებიდან ქვეყანაში შემოსვლის მსურველი და ტერორისტული აქტის განხორციელების მზადებაში მყოფი კიდევ მრავალი ტერორისტი გაანეიტრალეს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ანკარის უნივერსიტეტის  მხრიდან წარმოებული ადგილობრივი, კოვიდ-19-ის ვაქცინია წლის ბოლომდეს წარმოებას დაასრულებს და გამოყენებისთვის მზად იქნება რა, ამისათვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა მურათ ქურუმმა განაცხადა, რომ შავი ზღვის, ეგეოსის ზღვასთან დამაკავშირებელ „სტამბოლის არხს“ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით აუცილებლად გააკეთებენ. მისივე თქმით, ეს პროექტი ქვეყნისა და ერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პრექტია.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ „სტამბოლის არხის“ მშენებლობით, სტამბოლის აეროპორტით და ავტობანებით, სტამბოლი  მსოფლიო ბიზნეს ცენტრი, ხოლო  თურქეთი ლოგისტიკური ცენტრი გახდება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ხვალ (6 აპრილს) თურქეთი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლებს.  ვიზიტის ფარგლებში ლიბიაში, სირიასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული კრიზისი მოგვარებაში თურქეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები იქნება განხილული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები