თურქული პრესა 02.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1613565
თურქული პრესა 02.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, თურქეთის მიერ ჩატარებული სამუშაოები დადებითა შეაფასა და თქვა, რომ 2021 წლის „ჯანდაცვის მუშაკების საერთაშორისო წლად“ გამოცხადების „ძლიერი გამირი“ თურქეთია. შეხვედრაზე, რომელზეც თურქეთის ჯანდაცხვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯაც იყო მიწვეული, გებრეისუსის თქმით, სასიხარულოა, რომ თურქეთში ეპიდემიის ამ რთულ პერიოდში სამედიცინო პერსონალი აცრილია. თურქეთის წინადადებით ჯანმომ 2021 წელი „ჯანდაცვის მუშაკების წლად“ გამოაცხადა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირადობის მოწმობით მიმოსვლის პროტოკოლი ძალაში გუშინ შევიდა. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ჩენს მოძმე აზერბაიჯათან მიმოსვლა უკვე მხოლოდ პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი. ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებსა და აზერბაიჯანელ ძმებს.“

ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა: „მარტში ექსპორტი 2020 წლის იმავე თვესთან შედარებით 42,2%-ით გაიზარდა და 18 მილიარდ 985 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ყველა დროის ყველაზე მაღალი ექსპორტის ციფრია.“- წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთის საავტომობილო საინიაციტივო ჯგუფმა (TOGG) განაცხადა, რომ Volkswagen-ისა და Mercedes-ის ყოფილი მთავარი დიზაინერი, მურატ გინაქი, მათ ჯგუფს შეუერთდა როგორც „დიზაინის ლიდერი.“

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის 31 მარტის ფრენების მოძრაობის ანაგარიშის მიხედვით, თურქეთის ავიახაზებმა დღიური საშუალო 755 რეისით ევროპელი კონკურენტები უკან ჩამოიტოვა.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები