თურქული პრესა 29.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1610380
თურქული პრესა 29.03.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც „ბაიკარი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა, სელჩუკ ბაირაქთარმა სოციალური ქსელით გაკეთებულ გზავნილში განაცხადა, რომ AKINCI PT-3-ის პირველი გაფრენა წარმატებით დასრულდა. „AKINCI PT-3 ძირს მეტი ვეღარ გავაჩერეთ. დღეს პირველი გაფრენა წარმატებით დასრულდა.“-აღნიშნავს ბაირაქთარი.

გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ თურქეთიდან მიმდინარე წლის ორ თვეში 18 ქვეყანაში 1 მილიონ 772 ათას 458 ათასი დოლარის ღირებულების ქაფშიას ექსპორტი მოხდა. ქაფშიას ყველაზე მეტი ექსპორტი ბელგიაში, საფრანგეთში და გერმანიაში განხორციელდა.

აპლიკაციის მაღაზია Google Play- ზე თურქი გამავრცელებლების თამაშებმა მოთამაშეთაგან ხუთიდან საშუალოდ 3,94 ქულა მიიღო. პლატფორმაზე მობილური თამაშების საერთო საშუალო ქულამ კი 3.76 შეადგინა. ამრიგად, თურქულმა თამაშებმა მსოფლიო საშუალო ქულაზე მეთი მოწონება მოიპოვა - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ჰიტიტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჩაღათაი ევრიმ აფშარლარმა უზბეკეთში, სადაც სპეციალურად მიიწვიეს, 11 ბავშვს ოპერაცია გაუკეთა და ამ ოპერაციების დროს უზბეკ ექიმებს თავისი გამოცდილებაც გაუზიარა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, 2022 წლის ფიფას მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევი მატჩების G ჯგუფში 30 მარტს სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართ თურქეთ-ლატვიის მატჩზე სტადიონის მოცულობის 15%-ის რაოდენობის მაყურებელი იქნება დაშვებული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები