თურქული პრესა 28.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1572761
თურქული პრესა 28.01.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა „თესლა“-ს და SpaceX- ის დამფუძნებელთან, ელონ მასკთან. საუბრის დროს განიხილეს თურქეთის სახელმწიფო და კერძო სექტორსა და კომპანიას შორის კოსმოსური ტექნოლოგიების თაოსნობით სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

„ჰურიეთი“-ს თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თურქეთის წარმომადგენელმა, დოქტორმა ბატირ ბერდიკლიჩევმა, დადებითად შეაფასა თურქეთში ჩატარებული ვაქცინაციის სამუშაოები. ბერდიკლიჩევმა განაცხადა: "ძალიან მოკლე დროში 1 მილიონზე მეტი ადამიანი აცრეს. იმუნიზაციის ეროვნული პროგრამები და შესაძლებლობები თურქეთში ძალიან ძლიერად და ეფექტურად გამოიყენება.“

ავსტრიაში Procomcure Biotech–ის დამფუძნებელმა და უფროსმა მენეჯერმა, წარმოშობით თურქმა მეცნიერმა, პროფესორმა ქამილ ონდერმა, შექმნა სწრაფი PCR ტესტი, რომელიც აფიქსირებს ინგლისში გამოვლენილ კორონავირუსის მუტაციურ ტიპს - წერს გაზეთი „სტარი“. ონდერმა განაცხადა: "(ტესტები) შედეგს 60 – დან 90 წუთამდე დროში იძლევა. მთელი პროცესი ხდება თანმიმდევრობის საჭიროების გარეშე. ეს არის ძალიან იაფი და ძალიან სწრაფი, რაც დიდი უპირატესობაა."

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, თურქეთის ეკონომიკა წელსაც გააგრძელებს ზრდას, როგორც პანდემიის დასაწყისიდან იყო. ფონდის მონაცემებით, წელს თურქეთის ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზრდება. ეს თურქეთს მოზიდვის ცენტრად გადააქცევს.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, „ფენერბაჰჩემ“ მოაწყო მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავ ფეხბურთელთან, მესუთ ოზილთან ხელმოწერის ცერემონიალი, რომელიც მან „არსენალიდან“ უფასოდ გადმოიყვანა. მესუთ ოზილის თქმით, ძალიან ბედნიერია იმის გამო, რომ „ფებერბაჰჩეს“ ფორმას ჩაიცვამს და დაამატა: "ეს ფენერბაჰჩესთვის "სიზმარი“ იყო, ჩემთვის ეს „ოცნება“ იყო. ეს უდიდესი კავშირი იქნება ორივე მხარისთვის".


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები