თურქული პრესა 26.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1571223
თურქული პრესა 26.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც „საძიებო მოლაპარაკებების“ 61-ე რაუნდი საბერძნეთსა და თურქეთს შორის გუშინ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სამუშაო ოფისში ჩატარდა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა, შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განაცხადა: ”შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, ეგეოსის ჩათვლით”.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან, გასულ კვირას ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ევროკავშირისა და თურქეთის პოზიტიური იმპულსის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

რუსული ვაქცინის Sputnik V– ის თურქთში წარმოების შეთანხმებას ხელი მოეწერა -წერს გაზეთი „სტარი“. VisCoran-ის ფარმაცევტული ინდუსტრიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ოზთურქ ორანმა აღნიშნა: "ტექნოლოგიის ტრანსფერის და ჯანდაცვის სამინისტროში პროცედურების დასრულების შემდეგ ვაქცინა გამოყენების ნებართვას მიიღებს. შემდეგ თურქეთში პილოტური წარმოება დაიწყება და სერიულ წარმოებაზე გადავა."

გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ აირჩია თურქეთში 19 ცნობილი შეფმზარეული ქვეყნის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის. სიაში შესულია სომერ სივრიოღლუ, რომელიც მაყურებელმა გადაცემა „მასტერშეფი“-დან გაიცნო, ქემალ დემირასალი, მარილის მოყრის მოძრაობით მსოფლიოში ცნობილი ყასაბი, ნუსრეთ გოქჩე, საფრანგეთში ცნობილი აილინ იაზიჯიოღლუ,  სატელევიზიო პროგრამებით ცნობილი არდა თურქმენი და სხვა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, გასულ წელს ქალაქ  რიზედან 30 ქვეყანაში ექსპორტირებული იქნა 3,64 ტონა ჩაი. წინა წელთან შედარებით, ექსპორტირებული ჩაის რაოდენობის 8 პროცენტიანი ზრდა და ღირებულების კი 5 პროცენტიანი ზრდა იქნა მიღწეული.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები