თურქული პრესა 25.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1570343
თურქული პრესა 25.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობის ინვენტარში შეტანილი, P-72 საზღვაო საპატრულო თვითმფრინავმა კუდის ნომერით TCB-751, პირველი მისიის ფრენა გუშინ შეასრულა. პირველი მისიის ფრენას, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი,  გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ იაშარ გიულერთან და სახმელეთო ჯარების მეთაურთან, გენერალ უმით დუნდართან ერთად დაესწრო, რის შემდეგაც, მათ  თვითმფრინავში ერთობლივი გამოკვლევები ჩაატარეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ენერგეტიკისა და ბუნებბრივი რესურსების მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს, რომლეშიც ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ მათმა საბურღმა გემმა „ფათიჰმა“ შესაბაისი სამუშაო სამზადისი დაასრულა და შავ ზღვაში „თურქალი-2“-ის  ჭაბურღილის გაბურღვა დაიწყო.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ექსპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასულ წელს შავი ზღვის 18 პროვინციიდან ექსპორტირებუ იქნა  4 მილიარდ 486 მილიონ 225 ათას 629 დოლარის პროდუქცია. ამავე ინფორმაციით უცხოურ გაყიდვებში ყველაზე მეტი ექსპორტი ტრაპიზონიდან განხორციელდა, რომელმაც  1 მილიარდ 60 მილიონ 807 ათას 778 დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ მანისას პროვინციის  დემირჯის რაიონში წარმოებული ხელნაკეთი ხალიჩები როგორც ადგილობრივ და ევროპულ, ასევე ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზეც გადის.

გაზეთ „Hürriyet“-ის სპორტული მიმომხილველი კი მესუთ ოზილის ფენერბაჰჩეში ტრანსფერზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქულმა კლუბმა ფენერბაჰჩემ არსენალის ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა. მესუთ ოზილმა ფენერბაჰჩესთან 3,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები