თურქული პრესა 12.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1561903
თურქული პრესა 12.01.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანამახადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ვაქცინის შექმნისა და წარმოების პროცესს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური წარმოშობის ვაქცინები, შეთანხმება გააფორმეს გერმანული წარმოშობის ვაქცინებზე და თვალყურს ადევენებენ რუსულ ვაქცინებს. მისივე თქმით, კოვიდ -19 ვაქცინაციის დაწყება მოხდება ხუთშაბათს ან პარასკევს, განსაზღვრული რიგის შესაბამისად.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საბერძნეთთან საძიებო მოლაპარაკებების 61-ე რაუნდი გაიმართება სტამბოლში 25 იანვარს. თურქეთმა და საბერძნეთმა, ეგეოსის პრობლემის ორივე მხარისათვის მისაღები, სამართლიანი, საბოლოო და მასშტაბური მიგვარებისათვის სამძებრო მოლაპარაკებები ანკარაში 2002 წლის 12 მარტს დაიწყო. მოლაპარაკებების ბოლო, მე-60 რაუნდი ათენში 2016 წლის 1 მარტს გაიმართა და იმ დროის საბერძნეთის მთავრობამ იგი შეაჩერა.

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღსადგენად, რომლებიც სომხეთის ოკუპაციის დროს დაიხურა - წერს გაზეთი „სტარი“. დეკლარაციაში პრიორიტეტი მიენიჭა სარკინიგზო და საგზაო კავშირების უზრუნველყოფას. ამრიგად, აზერბაიჯანს შეეძლება ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით თურქეთის ბაზარზე შესვლა. ასევე უზრუნველყოფილი იქნება სარკინიგზო კავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვების კომპანიამ Nevita შეადგინა იმ ქალაქების სია, რომლებიც გამოირჩევიან ინვესტიციების მოზიდვით ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპის მეტროპოლიებს შორის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი სტამბოლი გახდა, რომელიც აგრძელებს ინვესტორების მოზიდვას. 2019 წელს სტამბოლში უცხოელებმა იყიდეს 20 ათას 857 სახლი, ხოლო გასული წლის იანვარ-ნოემბერში მიუხედავად კოვიდ -19-ისა 16 ათას 867 სახლი.

და ბოლოს, გაზეთ „საბაჰ“-ში მოყვანილია თურქი ბიზნესმენის, ჰაჯი საბანჯის ინტერვიუ, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ თურქეთმა Kovid-19-ის პროცესი ძალიან კარგად მართა და ეს უკეთესად ჩანს სხვა ქვეყნების მდგომარეობის გადახედვისას. ”ჩვენ ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ, ჩვენი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურით, საავადმყოფოებით და ჯანდაცვის პროფესიონალებით, ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ... ახლა ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. ჩვენ ვართ ძლიერი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა, ქვეყანაში მდგომარება სწრაფად გაუმჯობესდება” - თქვა საბანჯიმ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები