თურქული პრესა 08.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1559784
თურქული პრესა 08.01.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიცეპრეზიდენტი ფუატ ოქტაი გუშინ ალბანეთის პრემიერმინისტრთან, ედი რამასთან ერთად ეწვია სამხედრო ელექტრონული ინდუსტრიის ორაგნიზაცია ASELSAN-ს. რამამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია უახლოეს მომავალში ASELSAN– ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები იქნას გამოყენებული ალბანეთის ქალაქებსა და გზებზე და დაამატა, რომ თურქული ტექნოლოგია ძალიან შთამბეჭდავია.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ საბერძნეთი არალეგალ მიგრანტებს სიკვდილისკენ უბიძგებს, ევროპა კი ამას მხოლოდ თვალს ადევნებს. გუშინ სოილუმ Twitter- ით გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ არალეგალ მიგრანტებს გადარჩენის ნაცვლად საბერძნეთის სანაპირო დაცვა თურქეთის ტერიტორიულ წყლებისკენ უბიძგებს, რის გამოც მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, შემდეგ კი მიგრანტები თურქეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა და მათ ჩვენებები ჩამოართვეს.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის ოქროს წარმოებამ წლის ბოლოს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის მიუხედავად რესპუბლიკის ისტორიაში რეკორდი დაამყარა და 42 ტონას მიაღწია - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. დონმეზმა აღნიშნა, რომ ამან ეკონომიკას 2.4 მილიარდი დოლარი მოუტანა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმდ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, თურქეთში აეროპორტებში მგზავრების საერთო რაოდენობამ 2020 წელს 81 მილიონ 657 ათას 70 შეადგინა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, მარმარას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა ალერგიის და იმუნოლოგიის განყოფილების პროფესორმა, აჰმეთ ოღუზჰან ოზენმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა სინდრომი CHAPLE-ს საბოლოო მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ბავშვებში შეიძლება ფატალური შედეგები ჰქონდეს. ოზენისა და მისი გუნდის სტატიამ მკურნალობის შესახებ დიდი ყურადღება მიიპყრო სამედიცინო სამყაროში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები