თურქული პრესა 06.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1558338
თურქული პრესა 06.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ, განაცხადა, რომ ადგილობრივი ვაქცინის კვლევები გრძელდება და 3 ინაქტიური ვაქცინის კანდიდატი იმ ეტაპზე გადავიდა, სადაც შესაძლებელია მათი ადამიანებზე გამოცდის დაწყება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის კანდიდატების სწრაფად შესაქმნელად ორგანიზაციები მთელი ძალით აგრძელებენ მუშაობას და დაამატა: ”მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ჩვენი მეცნიერების მონდომება და ძალისხმევა საუკეთესო ვაქცინებს მოგვიტანს.”

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ თურქეთის პოლიტიკა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ღია და ნათელია და დაამატა: ”ჩვენ საერთაშორისო სამართლის მომხრე ვართ. ჩვენ გვსურს და ველოდებით საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების განხორციელებას. ამ მხრივ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა პრობლემა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებებით და ჩვენ უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები”.

თურქეთის პირველმა საზღვაო ფრთიანმა რაკეტამ „ათმაჯა“ ურთულესი ტესტები გაიარა და მზად არის მოვალეობისთვის - წერს გაზეთი „სტარი“. „ათმაჯა“, რომელსაც მსოფლიოში თავის მსგავს რაკეტებთან შედარებით უკეთესი თვისებები აქვს, პირველად გამოიფინა (2019 წელს სტამბოლში) თავდაცვის ინდუსტრიის მე -14 საერთაშორისო გამოფენაზე (IDEF'19) და გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემებზე ერთ-ერთ ნახევარ წელიწადში განთავსდება.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ლიბიის გაეროს მხრიდან ლეგიტიმურად აღიარებულ ეროვნული შერიგების მთავრობასთან 2019 წლის 27 ნოემბერს დადებული საზღვაო იურისდიქციისა და სამხედრო სწავლების, თანამშრომლობისა და საკონსულტაციო შეთანხმებები გასულ წელს, 2 იანვარს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა (პარლამენტი) დაამტკიცა, რის შემდეგაც 8 იანვარს პირველი თურქი სამხედრო ლიბიაში ჩავიდა. თურქი სამხედროები, რომლებმაც ბალანსი შეცვალეს ლიბიაში, ფეხის დადგმის მომენტიდან, უსაფრთხოების გარანტი გახდნენ. თურქმა ჯარისკაცებმა 4 ათასზე მეტი ლიბიელი ჯარისკაცი გაწვრთნეს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 0.5 პროცენტით გაიზარდება. ანგარიშში, თურქეთის ზრდის პერსპექტივებია 4,5 პროცენტი 2021 წლისთვის და 5 პროცენტი 2022 წლისთვის. ბანკის წინა პროგნოზის მიხედვით, თურქეთის ეკონომიკა 2020 წელს 3.8 პროცენტით შემცირდებოდა, 2021 წელს კი 5 პროცენტით გაიზრდებოდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები