თურქული პრესა 10.06.201

თურქული პრესის მიმოხილვა

508221
თურქული პრესა 10.06.201

თურქული პრესის მიმოხილვა

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, პალესტინის პრემიერის ისმაილ ჰანიეს, გაზეთ „იენი შაფაკ“-ისთვის გავრცელებული განცხადების შესახებ, რომელშიც ნათქვამია:-„თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაარღვიოს ღაზის ემბარგო და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს. ამ გაგებით, თურქეთი უფრო ძლიერია. პორტის გახსნის შემთხვევაში, ემბარგოც გაუქმებული იქნება.   

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, ჯანდაცვის ტურიზმის თავლსაზრისით, პაციენტების და შემოსავლის მიხედვით, ამერიკის და გერმანიის შემდეგ რიგით მესამე სახელმწიფოა თურქეთი. 2023 წლის მიზანია 2 მილიონი ჯანმრთელობის ტურისტი და 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი.

თურქეთის ჯანდაცვის ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავჯდომარის და Liv Hospital-ის გენერალური კოორდინატორის მერი ისტროტის განცხადებით, ჯანდაცვის ტურიზმი, შესანიშნავად ვითარდება 2005 წლიდან.   ამის მიზეზია თურქეთის საუკეთესო ექიმები, უმაღლესი ტექნოლოგია, მოდერნიზებული საავადმყოფოები, კარგი მომსახურება და სტუმართმოყვარეობა. პაციენტების განცხადებით თურქეთში მკურნალობა ოთხჯერ იაფია აშშ-თან შედარებით. ევროპასთან შედარებით კი, ნახევარ ფასშია.

გაზეთი „საბაჰ“-ი იუწყება, რომ ერაყსა და სირიაში დაპყრობილი სტრატეგიული პოზიციების დაკარგვამ გამოიწვია,  ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-ის, ყალბი დაპირებებით აყვანილი ბოევიკების ორგანიზაციიდან გაქცევა.  საფრანგეთის ეროვნული დაზვერვის კოორდინატორის დიდიერ დე ბრეტის საინფორმაციო სააგენტო AFP-სთვის გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ  ისინი უკვე გრძნობენ დაშლის პროცესში შესვლას. ზოგიერთი მილიტანი ცდილობს მათთან კონტაქტის დამყარებას და სამშობლოში დაბრუნებას. გაქცევის მოსურნეების შემჩნევის შემთხვევაში კი, კლავენ მათ.

ჰაზეთი „ჰაბერ თურქ“-ის, ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრუმპი.  აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ვინმე, რომელსაც შეეძლება საქმის კეთება. ამიტომაც სწუხს მათ გამო.

გაზეთი „ვათან“-ი, წერს, რომ დღეს იწყება სპორტის მოყვარულებისთვის მეტად საინტერესო  „Euro 2016“. ING Bank-მა, მოყვარულებს შორის ჩაატარა გამოკითხვა და გაირკვა, რომ თურქები არიან თავიანთი გუნდის ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები. გუნდის მხარდაჭერისთვის თუ ევროპელი სპორტის მოყვარულის 9 %-ი ხარჯავს ბილეთისთვის 200 ევროს და მეტს, ეს მაჩვენებელი თურქ მაყურებელებში უტოლდება 23 %-ს.



მსგავსი ინფორმაციები