თურქული პრესა 17.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

93388
თურქული პრესა 17.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ჰამასის პრეს წარმომადგენელმა სამი ებუ ზუჰრიმ ისრაელთან სამუდამო მშვიდობის დამყარების მიზნით ღაზისათვის ბლოკადის მოხსნა მოითხოვა. “თუ ტელ ავივი შეწყვეტავს თავდასხმებს ღაზაზე, შეაჩერებს აქ ებრაელურ მშენებლობებს და მოუხსნის მას ბლოკადას, მაშინ, შესაძლებელი გახდება ისრაელ-პალესტინას შორის სამუდამო მშვიდობის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე კვლავ გართულდება და ჩიხში მოექცევა“, განაცხადა ზუჰრიმ, წერს სტარი

ჰაბერთურქის კორესპონდენტი ჰოლანდიიდან იტყობინება, რომ 91 წლის ჰოლანდიელმა ჰენქ ზანოლიმ, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის წლებში ერთი ებრაელი ბავშვი ჰყავდა ფაშისტებისაგან გადარჩენილი და ამის გამო დაჯილდოებული იყო ისრაელის მედლით, ეს მედალი მან უკან დაუბრუნა ისრაელს, რადგან მათი მხრიდან ღაზაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს მისი 6 ნათესავი შეეწირა

“მადლობა New York Times-ის პატრონისგან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მასში ვკითხულობთ: რამდენიმე დღის წინ ერაყის სინჯარის მთებში სამგზავრო შვეულმფრენის ჩამოვარდნისას მასში მყოფი ხსენებული გაზეთის ორი კორესპონდენტი თურქეთმა სტამბოლში ჩამოიყვანა და აქ უმკურნალეს მათ და გამოაჯანმრთელეს კიდეც, რის გამოც გაზეთის პატრონმა არტურ სულცბერგერმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა და მადლობა გადაუხადა მას ამ სიკეთისათვის

საბაჰის მიხედვით დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გავრცელებულ ებოლას მომაკვდინებელი ვირუსისგან უკვე 1145 კაცი დაიღუპა, ხოლო ათასობით ინფიცირებულია და მათგან ზოგიერთები კი აღარ მკურნალობენ, არამედ სახლებში იკეტებიან და სიკვდილს ელოდებიან

იენი შაფაკის ცნობით ნეპალის დასავლეთში უკვე ოთხი დღეა რაც გადაუღებლად წვიმს და მას და მისგან გამოწვეულ მეწყერებს 54 კაცი ემსხვერპლა, 142 კი დაკარგულად არის გამოცხადებული

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე მსოფლიოს 18 ქვეყანაში ჩატარებულ ერთ გამოკვლევას უთმობს ადგილს, რომელიც მარილის მოხმარებას ეხება და ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანს ზიანს აყენებს როგორც მარილის ნამეტანი მოხმარება, ასევე ნაკლები მოხმარებაც. ამავე გამოკვლევით დღეში 3 გრ მარილის მოხმარება არავითარ ზეგავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები