თურქული პრესა 07.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

82173
თურქული პრესა 07.08.2014

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაილმა ღაზაზე ერთ თვიანი თავდასხმის დროს მთლიანობაში 412 ბავშვი მოკლა, ხოლო 2877 ბავშვი კი დაჭრა და ამის შესახებ განაცხადა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ


იენი შაფაკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს რომ, დიდი მცდელობებს იჩენენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ღაზელი დაჭრილების თურქეთში გადმოყვანისთვის და ამ მიზნით პალესტინა-თურქეთს შორის საჰაერო დერეფნის შექმნის წინადადება წამოაყენეს, რომელსაც ამჟამად იხილავენ ისრაელ-ეგვიპტესთან ერთად


“სტამბოლმა 6,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს ვათანი ეკონომიკურ გვერდზე და მისი მიხედვით მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში მეგა ქალაქმა სტამბოლმა 6 მილიონ 538 ათას ტურისტს უმასპინძლა მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან, რაც 11,4%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან და ეს ინფორმაცია თურქულ მას-მედიას მიაწოდა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ
ჰურრიეთის კორესპონდენტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან იუწყება, რომ აქ წიგნების მორიგი დიდი გამოფენა გაიხსნება 27 აგვისტოს და გასტანს 31 აგვისტომდე რა, ამ გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყანა თურქეთი იქნება, რომელიც კლასიკურ თურქულ ლიტერატურასთან ერთად თანამედროვე თურქი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებსაც გამოფენს


საბაჰი აშშ-დან გავრცელებულ ინფორმაციას აწვდის მკითხველს და პროსტატით დაავადებულებს ახარებს, რომ ამერიკელმა მეცნიერ-მკვლევარებმა სისხლის ანალიზის ახალი, ბიოფსიის მეთოდი გამოიმუშავეს, რომლითაც ადრეულ ეტაპზე და სწორად ადგენენ პროსტატის შესაძლებლობას და ამ ადრეულ ეტაპზევე, ყოველგვარი გართულებების გარეშე ახდენენ მის მკურნალობას

მეტად საინტერესო ინფორმაციას აწვდის მკითხველს ჰაბერთურქი, რომელშიც ვკითხულობთ: 10 წლის წინ ორბიტაზე გატყორცნილმა თანამგზავრმა “როსეტტამ“ ამ ხნის განმავლობაში სულ მთლიანობაში 6 მილიარდი კმ-ის მანძილი დაფარა და მიუახლოვდა ჩურის სახელწოდების კომეტას, რომლის ფოტოსურათები დედამიწას გამოუგზავნა. “როსეტტა პირველ ეტაპზე 100 კმ-ით დაუახლოვდება კომეტას და საათში 55 ათასი კმ-ის სიჩქარით გაუწევს რა მას თანამგზავრობას, ასე განახორციელებს კვლევებს და დაკვირვებებს, წერს ჰაბერთურქი


მილლიეთი სპორტულ გვერდზე ულოცავს სტამბოლის ბეშიქთაშის ფეხბურთელებს, რომლებმაც ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს როტერდამის “ფეიენოორდი“ და ორი მატჩის ანგარიშით Play off-ის ტურში გასვლა შესძლეს. “აღსანიშნავია რომ ბეშიქთაშიდან სამივე გოლი ახალმა ტრანსფერმა სენეგალიდან დემბა ბამ გაიტანა და პირველსავე მატჩში ჰეთ თრიკი გააკეთა“, წერს მილლეითი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები